Sunday, February 28, 2016

მერვე დღე

       

   დღე დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის რესურსი (პრეზენტაციის ინსტრუქციები power point-ში). შემდეგ გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ (დავარქვით სახელები თითოეულ საქაღალდეს). პორტფოლიო ავტვირტეთ ბლოგზე და ვისწავლეთ სიის  გაჯეტი.ასევე ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივზე და მასში.ატვირთულიმისამართის ლინკი გადავიტანეთ ბლოგზე სიის გაჯეტით.

Saturday, February 27, 2016

მეშვიდე დღე




        გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, გადავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდეები, გავარჩიეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, მოვარგეთ ჩვენს პროექტს . სხვადასხვა აკადემიური დონის მქონე მოსწავლეს მივეცით შესაბამისი დავალებები.
.შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის მსვლელობა.

Sunday, February 21, 2016

მეექვსე დღე

გავიმეორთ წინა დღის მასალა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,სადაც დეტალურად განვიხილეთ სასწავლო პროექტები. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის აგების წესებს .მოგვეცა საშინაო დავალება დავწეროთ მოსწავლის პროექტის სასწავლო პროცედურები.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

       
  მოვახდინეთ წინა დღეების მასალის შეჟამება. ვიმუშავეთ შაბლონების და საავტორო  უფლებების  შენახვაზე. შევქმენით მოსწავლის ბლოგი  და გადავიტანეთ  სასარგებლო ბმულები მოსწავლეთათვის. ვისწავლეთ გაჟეტების შექმნა, რაც ძალზედ საინტერესო და სახალისო იყო. ამ ყველაფრის გამოყენებას შევძლევთ არა მარტო პროექტების შექმნის დროს არამედ პორტფოლიოს შექმნისას.

Sunday, February 14, 2016

სასწავლო კურსის მეოთხე დღე

გადავხედეთ წინა დღის ჩვენ მიერ შედგენილ გეგმას. გავაგრძელეთ სამუშაო გეგმის შევსება ნტელის გზამკვლევის მიხედვით და ბოლოს გადავიტანეთ პუერ- პოინტში 6 ფურცელზე. თავდაცვის მიზნით დავზიპეთ და გადავგზავნეთ ჩვენ ფოსტაზე.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე


გავარჩიეთ ზოგადი,თემატური და  შინაარსობრივი შეკითხვები. პროექტის გეგმა მოვარგეთ ეროვნულ სასწავლო სტანდარტებს. მოვახდინეთ მიზნის განსაზღვრა,სტანდარტის და 21 საუკუნის უნარ- ჩვევების გათვალისწინებით.

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

 
 გავიმეორეთ პირველ დღეს გავლილი მასალა. თვითოულმა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის სახელწოდება ტრენერმა გაგვაცნო-გაგვამეორებინა ვორდის ინსტრუმენტები.
დავათვალიერეთ უკვე შექმნილი ბუკლეტები.ვორდის გამოყენებით შევქმენით ცხრილი, გადავიტანეთ გუგლში მოძიებული სურათები,რომელიც შენახული გვქონა ჩვენ საქაღალდეში (აუდიო-ვიდეო).დავამატეთ ტექსტი და მისამართი.გამზადებული ბუკლეტი შევინახეთ საქაღალდეში.(სასწავლო პროექტის დამხმარე). შემდეგ ყველაფერი დავხურეთ და დავზიპეთ.(საქაღალდეზე მარჟვენათი დავაწკაპეთ და 7 ზიპის                        მესამე ბრძანებას დავაწკაპეტ და გავაგზავნეთ ჩვენ ფოსტაზე.

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე1...


1. გაცნობა.

ტრენინგის პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეებმა გავეცანით ერთმანეთს.
ტრენინგის ხელმძღვანელმა ქ. ცერაძემ გაგვაცნო ინტელის  სასწავლო კურსის გეგმა.
გავეცანით გზამკვლევს, შევქმენით საქაღალდე რომელსაც  
ეტაპობრივად შევავსებთ კურსის მსვლელობისას.
გავეცანით და შევინახეთ კურსის რესურსები. შემდეგ მოხდა სხვადასხვა პროექტების დათვალიერება და განხილვა.
შევქმენით ბლოგი და შევაჯამეთ ტრენინგის პირველი დღე.